უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირაუკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.

მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ.

ისტორიული სხდომა კი ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. დაამტკიცეთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ-ზელენსკის ეს სიტყვები რუსული გამანადგურებლების ფონზე ისმოდა, რომლებიც ისევ დასახლებულ პუნქტებს ბომბავდნენ.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის შენობასთან შეკრებილ უკრაინელებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა, რის შემდეგაც უკრაინის ჰიმნმა გაიჟღერა.

მთავარი