უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლის არალეგიტიმური „მერის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლის არალეგიტიმური „მერის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოუკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლში რუსეთის მიერ უკანონოდ დასმული ახალი არალეგიტიმური „მერის“, გალინა დანილჩენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიტოპოლის საკრებულოს წევრთა ჯგუფმა დანილჩენკოს წინააღმდეგ გენერალური პროკურორისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს და მის ნაცვლად ქალაქის არალეგიტიმურ „მერად“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს.