ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ჩავიდა

ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ჩავიდადღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს,“ – წერს ვანო მერაბიშვილი.

პრაიმ ტაიმი