ვასილიევის “მოდური განაჩენი” რუსული ეთერიდან მოხსნეს

ვასილიევის "მოდური განაჩენი" რუსული ეთერიდან მოხსნესცნობილი მოდის კრიტიკოსის, ალექსეი ვასილიევის გადაცემა, „მოდური განაჩენი“ ეთერიდან მოხსნეს. მიზეზი ამჯერად ცნობილი უცხოური ბრენდების პროტესტია, რომლებმაც უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის ბაზარი დატოვეს. ვასილიევი ამბობს, რომ გადაცემა მოდაზეა და ბრენდების არარსებობის გამო, ის ფიზიკურად ვერ აცმევს გადაცემის მონაწილეებს. ქვეყანაში არ მოიპოვება არც მათი ზომისა და არც ფორმის სამოსი.

„გადაცემის არსია, ვასწავლოთ ქალებს სწორად ჩაცმა. როგორ ვისაუბრო ფრანგულ ან იტალიურ მოდაზე, თუ ცნობილი ბრენდები ქვეყნიდან გავიდნენ? მართალია, ჩვენ კარგი დიზაინერები გვყავს, მაგრამ მათი ნაჭრის ფაქტურა უცხოეთიდან ჩამოდის, ამიტომ სრული კოლაფსია“ – ამბობს ვასილიევი და ვარაუდობს, რომ მალე ბევრი გასართობი გადაცემა დაიხურება.

ფორტუნა