„პირველი არხის” მთავარი საკვირაო ტელეპროექტის ჟურნალისტები ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის წინააღდეგ დავას იწყებენ.
ვიდრე სარჩელს შეიტანენ, მათ „შავი სია” სპეციალურ ბრიფინგზე გაახმაურეს.
გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანი იმედა დარსალია დღეს პირველად ასახელებს კონკრეტულ ექსპერტებს, რომლებიც, მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი იყო.
საერთაშორისო ექსპერტების “შავი სია” ასეთი იყო – რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა – ზურა ბატიაშვილი; ასევე, ბუკა პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი; ლაშა ბაქრაძე, რომელსაც ძირითადად ისტორიულ სიუჟეტებზე წერდნენ. დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია; კავკასიოლოგი – ლევან ჯეჯელავა. დაბლოკილია “ატლანტიკური საბჭოს” ქართული წარმომადგენლობა. ბათუ ქუთელია ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ მიიღო შენიშვნა “, – განაცხადა იმედა დარსალიამ.
გაირკვა, რომ არხის მენეჯმენტი ჟურნალისტებს რუსეთზე ცუდის დაწერა ეკრძალებოდათ:
დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსში აქციები. არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ყოფილიყო. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალებოდათ რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – “როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია”, – განმარტა დარსალიამ.
მისი თქმით, ეს შეზღუდვების მხოლოდ ერთი ნაწილია.