უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა შაბათს საღამოს ისაუბრეს უკრაინაში ომის შეჩერების გზებზე და ისრაელის ძალისხმევაზე კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ზარის შემდეგ, ზელენსკიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის ესაუბრა ბენეტს “რუსეთის აგრესიაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე” და დახმარება სთხოვა “მელიტოპოლის დატყვევებული მერის” გათავისუფლებაში.
იპნ