უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საპორტო ქალაქ მარიუპოლის ბლოკადა არის „ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“.
ზელენსკის თქმით, მარიუპოლის ბლოკადა “შევა ომის დანაშაულების ისტორიაში”.
“ეს არის ტერორი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა ეს არ არის “იოლი და სასიამოვნო”.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლში დაახლოებით 400 000 ადამიანი ორ კვირაზე მეტია ბლოკადაში იმყოფება. შეწყვეტილია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება.
მაშველები კვლავ ეძებენ გადარჩენილებს მარიუპოლის თეატრში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოთხშაბათს რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად გაანადგურეს. რუსეთი თეატრის თავდასხმას უარყოფს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსული ძალები მარიუპოლის გარშემო „ამაგრებენ ალყას“ და რომ ბრძოლებმა ქალაქის ცენტრამდე მიაღწია.
იპნ