24 მარტს ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
იპნ