ზუგდიდში სახლის წინ მანქანას ნაღმავდნენ – 2 პირი დააკავეს

ზუგდიდში სახლის წინ მანქანას ნაღმავდნენ - 2 პირი დააკავესზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ერისთავის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი იმ დროს დააკავა როცა  საერთო საცხოვრებლის  წინ მდგარ მანქანაზე  ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით ჰექსოგენისა და ტროტილისაგან კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტის ფირფიტაზე იყო დამაგრებული  და საათის   მექანიზმზე  მუშაობდა.

მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით  ერთ-ერთი დაკავებული  წლებია  რუსეთში ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულები აფეთქებას რა მოტივით ახორციელებდნენ სამართალდამცავები აფეთქების მოტივზე არ საუბრობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი დ.ჯ-ს მანქანის ქვემოთ ჰექსოგენის და ტროტილის შემცველ ასაფეთქებელს ამაგრებდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ჯ.კ-ა, მეორეს ვინაობას “მთავარი არხი” ადგენს.

თუმცა ასაფეთქებელი, სავარაუდოდ, კორპუსის ერთ ფლიგელს ჩამოშლიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი