“თქვენ ქართველი ხალხი გელოდებათ” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტს ეპატიჟება. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მაღალი დონის ვიზიტები ამერიკიდან დაგვიანებულია.
განცხადება ზურაბიშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პრემიერთან ერთად იმყოფებოდა.
– საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დრო არის, ქართელი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ამერიკის პრეზიდენტი, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მემგონი, დრო არის, რომ ეს გავიმეოროთ, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა, ჯო ბაიდენის მოწვევასთან დაკავშირებით არაფერი წერია.
გამორიცხული არ არის, ზურაბიშვილის ინიციატივა მასსა და მმართველ გუნდს შორის მორიგი დაპირისპირების საფუძველი გახდეს.
ტვ პირველი