14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არის

14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არისუკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე წერს.

„რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. გაუპატიურებულია ბავშვები. 14 წლის გოგონა ბუჩიდან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა, გოგონა ახლა ორსულადაა.

ბუჩა – ბიჭი 11 წლის, გააუპატიურეს დედის თვალწინ. დედა მიაბეს სკამზე, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.

ირპენი – 20 წლის ქალი გააუპატიურა სამმა ოკუპანტმა.

არ არსებობს ისეთი ადგილი, არც ამ ქვეყნად და არც ჯოჯოხეთში, სადაც რაშისტები სასჯელს გაექცევიან. რაშისტებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი”, – წერს დენისოვა.