2 რუსი ოლიგარქი და მათ ოჯახის წევრები 24-საათიან ინტერვალში დაღუპულები იპოვეს – CNN -ის ინფორმაციით, პოლიციამ “გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახა. გარდაცვლილ ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი აქვს.
მეორე რუსი ოლიგარქის, ნოვატეკის ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი პროტოსენიას ცხედარი კი სამართალდამცველებმა ესპანეთში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები არიან მისი ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილიც. მისი მეორე შვილის ცხედარი კი საფრანგეთშია ნაპოვნი.
ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობის ფაქტს პოლიცია ამ დრომდე იძიებს.
მთავარი