50 წლის მასწავლებელი 13 წლის მოწაფისადმი სექსუალური ბრალდებისთვის დააკავეს

50 წლის მასწავლებელი 13 წლის მოწაფისადმი სექსუალური ბრალდებისთვის დააკავესსექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია მასწავლებელი. სავარაუდო დანაშაული  რამდენიმე კვირის წინ შიდა ქართლში მოხდა.50 წლის მამაკაცს,  ინფორმატიკის მასწავლებელს  13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან.

დაზარალებული პოლიციას უყვება, რომ სექსუალური ძალადობა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით გაკვეთილზე დაიწყო. ბავშვთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

ფაქტს უარყოფენ სკოლაში და ამბობენ, რომ მოსწავლემ მასწავლებელს ძალადობა დააბრალა.

– მივიდა, უნდა აეხსნა და მხარზე დაადო ხელიო და ეტყობა დახრილი რომ იყო თმა ეფარებოდა და თმა გადაუწევია მასწავლებელს და ამ ბავშვმა ერთი ამბავი ატეხა. ძალადობა იყოო, მაგრამ ძალადობა როგორ იქნებოდა, სხვა ბავშვებიც იყვნენ, ალბათ რაღაც ინტერესი ჰქონდა.
ბრალდებებს უარყოფენ ასევე მასწავლებლის ოჯახის წევრები.

ტვ პირველი