7 დაღუპული და 34 დაშავებული – პუტინის სამიზნე ხარკოვი გახდა

7 დაღუპული და 34 დაშავებული - პუტინის სამიზნე ხარკოვი გახდა7 დაღუპული და 34 დაშავებული – პუტინის სამიზნე ხარკოვი გახდა. დაშავებულებს შორის არიან ბაშვებიც. ბოლო 24-საათში მხოლოდ ამ ქალაქში 23 ადამიანი მოკლეს. ნაპოვნია კასეტური ბომბების კვალი.   ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ტერორისტული რეჟიმი ომის კანონებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს.

ორი ცხედარი აქეთ ეგდი, ერთი იქით, ეს არის ის, რაც დავინახეთ. 4 ცხედარი მე-12 სახლის ეზოში ვნახეთ. დაახლოებით 8 ადამიანი გარდაცვლილი მხოლოდ მე ვნახეთ. აფეტქების შემდეგ გამოცვივდა მეტალი ბუჰრთები, რაც ადამიანებს მოხვდა და მოკლა, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რუსული ბომბების მიუხედავად, ხარკოვი  ცდილობს ცხოვრება განაგრძოს.  ღამით ქალაქის მერის მიმართვა გავრცელდა, რომელიც დარწმუნებულია, რომ გამარჯვება ახლოვდება.

ხარკოვი თავს იცავს არა მხოლოდ რუსი ოკუპანტებისგან, არამედ ქაოსისგან, რომელიც უნდა, რომ თავს მოახვიოს მტერმა. ქალაქისდაბომვის მიუხედავად, ხარკოვი ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს. გვჯერა, რომ ჩვენი გამარჯვების დღეა ხლოვდება, იმიტომ, რომ მშვიდობის მოსვლისთის ხალხი და ჯარი ერთად იღწვის, – განაცხადა ხარკოვის მერმა.