9 და 11 წლის ბავშვებმა რუსთავში მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ

9 და 11 წლის ბავშვებმა რუსთავში მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და ავარია მოახდინეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინგა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ.

როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესთან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ “ფოლკსვაგენის”, ხოლო შემდეგ “ტოიოტას” მარკის ავტომობილებს დაეჯახა.

გამოცემის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

პაციენტები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.