ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მრჩეველი, ტიმოფი მილოვანოვი ამბობს, რომ ბროვარსა და ჩერნიგოვში რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები შესაძლოა ბუჩაზე საზარელი იყოს.
მილოვანოვი ამბობს, რომ გროვდება ინფორმაციები და მტკიცებულებები ამ დანაშაულების შესახებ, შემდგომში საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად.
რუსების მიერ უკრაინელთა მიმართ ჩადენილი ომის დანაშაულების მაგალითები, მილოვანოვის თქმით:
ბიჭი ცოცხლად დაიწვა. რუსმა სამხედრომ მის სახლში მოლოტოვის კოქტეილი იპოვა, ცეცხლი გააჩინა და დაწვა.
ჩერნიგოვის რეგიონში, ერთ-ერთ სოფელში ჰოლოდომორი ხდება. რუსებმა ისინი დააყაჩაღეს, საჭმელი წაართვეს და ჩაკეტეს. ყველამ, ვინც თავის დაღწევა სცადა, ადვილზე მოკლეს. გადარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ ჭამდნენ იმას, რაც ჰქონდათ: ცხოველებს და .. (არც მინდა თქმა).
ახალგაზრდა გოგოებს მასობრივად აუპატიურებდნენ.
ოჯახები, რომლებიც მინდვრებში მუშაობდნენ, ადგილზე დახოცეს.