რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ახალი ზელანდია ოფიციალურ მოსკოვს სავაჭრო სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გავრცელებული.
უწყების ცნობით, ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრესორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 35%-იან გადასახადს აწესებს.
„დღევანდელი დღისთვის ეს არის ახალი ზელანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახალი ზელანდია ასევე გააფართოებს არსებულ სანქციებს ინდუსტრიულ პროდუქტებზე, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სტრატეგიულ ინდუსტრიებთან.