მსხვერპლით დასრულდა 6 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში.
შემთხვევა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
პრაიმ ტაიმი