ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპირო მხარეს მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მძღოლი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.