ავარიაში დაღუპულ ლანჩხუთელ პოლიციელს მამაც ავარიაში დაეღუპა

ავარიაში დაღუპულ ლანჩხუთელ პოლიციელს მამაც ავარიაში დაეღუპალანჩხუთელ პოლიციელს ვაჟა ვენჯელაშვილს, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ.

ეს არ არის ოჯახის პირველი ტრაგედია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 წლის წინ, ასევე ავარიით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვაჟას მამა, ნოდარ ვენჯელაშვილი დაიღუპა. მაშინ ავტომობილი სარკინიგზო გადასასვლელზე გაუჩერდა, ხოლო მატარებლის მოსავლამდე კარის გაღება და გადმოსვლა ვერ მოასწრო.

„იმდენად უსამართლოა ცხოვრება, არ გვაძლევს შანსს, რომ დავემშვიდობოთ, ვუთხრათ თუ როგორ გვიყვარდა, ისე უეცრად და სასტიკად გამოგვაცალა შენი თავი, ვაჟი. ასეთი მწარე სიკვდილისთვის ხომ, მით უმეტეს, ცოდო ხარ. რამხელა ტკივილი ნახე, ძმაო, რამხელა სიმწარე. როგორ ითხოვდი, ვკვდები და გადამარჩინეთო, ვაჟი, სული მეწვის“, –  წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პოლიციელის ახლობელი.

პრაიმ ტაიმი