ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში” დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი.
,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”, – განაცხადა მუჯაჰიდმა.
როგორც Reuters-ი იუწყება, გაურკვეველია, თუ ვინ იდგა აფეთქების უკან, რომელიც ადგილობრივი მეთაურის თქმით, პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში მოხდა.