აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის გახსნას პირველ მაისს აპირებს.
დეპუტატ მუსა გულიევის თქმით, სამთავრობო მსჯელობა მიდის, რომ საზღვარი დათქმულ ვადაზე ადრე გაიხსნას.
„საზღვარი უნდა გაიხსნას, თანაც სასწრაფოდ. აზერბაიჯანში მძიმე ეკონომიურ ფონს უფრო მძიმეს საზღვრების ჩაკეტვა ხდის,“ – ამბობს დეპუტატი.
ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი კორონავირუსის გავცრელების გამო 2020 წელს ჩაიკეტა. ამ დრომდე ორივე ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ საჰაერო გზით შეეძლოთ სარგებლობა.