„ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი” , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აზოვის ბატალიონის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, შემდეგ მე შევხვდი ბელეცკის, პოლკის მეთაურს მაშინ და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არის ჩვენს ძალაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.