ბიჭმა ქუთაისში შეყვარებულის ნაცვლად დედამისი მოიტაცა

ბიჭმა ქუთაისში შეყვარებულის ნაცვლად დედამისი მოიტაცასოციალურ ქსელში კურიოზულ შემთხვევაზე წერენ, რომელიც ქუთაისში მოხდა.

“ქუთაისში, გუშინ ღამით, კურიოზული შემთხვევა მოხდა

თურმე ეს გოგო და დედამისი ღამით სასეირნოდ ყოფილან გამოსულები, ამ საწყალ ბიჭებსაც კიდე სიბნელეში შეშლიათ და დედამისი ჩაუგდიათ მანქანაში და ჯვრის დასაწერად გააქანეს.

შემდეგ ისევ გოგოს უვაჟკაცია და შეყვარებულისთვის დაურეკია, დედაჩემი მოიტაცესო. გაკვირვებულმა ბიჭებმა უცებ მოხადეს მოტაცებულს ტომარა და რას ხედავენ, მომავალი სასიდედრო ჩაუგდიათ მანქანაში. საბედნიეროდ ყველაფერი მოგვარდა.” – ვკითხულობთ პოსტში.

სპორტ 24