ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
როგორც თვითმხილველმა “პრაიმტაიმს” უამბო, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შეჯახებისას ყვიროდა და შველას ითხოვდა.
“საშინლად კიოდა ახალგაზრდა გოგო, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა. ის მოტოციკლს მართავდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა დამაგრებული. ადგილზე მალევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მოვიდნენ.” – ამბობს თვითმხილველი.
პრაიმ ტაიმი