“დანა არა, გასაღები მეკიდა და ზიპო” _ რა ეჭირა ხელში ირაკლი ლატარიას ლაშა დიაროვთან ჩხუბის დროს

"დანა არა, გასაღები მეკიდა და ზიპო" _ რა ეჭირა ხელში ირაკლი ლატარიას ლაშა დიაროვთან ჩხუბის დროსცივი იარაღი სატელევიზიო სტუდიაში და ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში – დაიწყებს თუ არა გომელაურის უწყება გამოძიებას ამ ეტაპზე უცნობია. კადრებში, რომლებიც “ჯორჯიან თაიმსის” სატელევიზიო ეთერით გუშინ, 14 აპრილს,  გავრცელდა, ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტი ირაკლი ლატარია ნივთს და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს ლაშა დიაროვს უსწორდება.

“სტრატეგია აღმაშენებელი” მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათ აინტერესებთ, იყო თუ არა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანალიტიკოსი სტუდიაში ცივი იარაღით მისული.

– რა ეჭირა ხელში, კი ვნახე კადრები, მაგრამ არ ჩანს იქ კონკრეტულად და ვფიქრობ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ნორმალურ სახელმწიფოში ამით უნდა დაინტერესდნენ. თუ ეს იყო ცივი იარაღი, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია და ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა მოხდეს. თუ არ იყო, ამაზეც განმარტება უნდა გააკეთონ ექსპერტიზამ და შესაბამისმა უწყებებმა, – განაცხადა პარტიის ლდერმა, გიორგი ვაშაძემ.
“პირველებმა” კითხვის დასმა თავად ირაკლი ლატარიასთან სცადა. ლატარიამ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა მიმოწერაში თქვა, რომ ცივი იარაღი არ ჰქონია.

“დანა არა, გასაღები მეკიდა და ზიპო… ვნახე მეც კადრები, შეიძლება ინსტიქტურად რომელიმე ავიღე. არ მახსოვს, რადგან ძალიან გამწარებული ვიყავი და რომელს ვიღებდი მაგ დროს, არ მახსოვს,. წიგნი რომ ყოფილიყო მაგიდაზე, ალბათ მაგასაც ავიღებდი, – წერს ლატარია.
ირაკლი ლატარია და ლაშა დიაროვი ერთმანეთს გადაცემა “დროულ კითხვებში” დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ტვ პირველი