თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებულ 8 წლის ბავშვის ისრაელში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ოჯახის ახლობელმა „ფორტუნას“ განუცხადა, ბავშვი თავს კარგად გრძნობს“.
მისივე ინფორმაციით, ისრაელში ბავშვს უკვე მესამე ოპერაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, 8 წლის დავით ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ისრაელში გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.
ფორტუნა