დონეცკში, ჭურვის აფეთქების შედეგად, აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ კუტოლის მკვიდრი ახრა კირკინაძე. აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა. სოფლის ხელმძღვანელის, ვახტანგ კვარაცხელიას ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას.
დღეს, უკრაინაში, პუტინის ომის 37-ე დღეა. ოკუპანტი ქვეყნის არმია სუვერენულ სახელმწიფოში, 24 თებერვალს შეიჭრა.