საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა, მან პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ექიმის დახმარება ითხოვა.
„ექიმი მჭირდება, ხელი მომკიდეთ”- თქვა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაუიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, გაიხსენა კახა ბენდუქიძე და ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
სააკაშვილმა სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გახაუხადა.
მინდა ქართველ გმირებს მივაგო პატივი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ვინც უკრაინაში დაიღუპა. დღეს კახა ბენდუქიძის, ჩემი ძალიან ახლო ადამიანის, 66 წლისთავია. ბოლო ვისაც ესაუბრა, მე ვიყავი. ასევე მინდა სასამართლოსთან შეკრებილ ხალხს მივესალმო… თუ შეიძლება ექიმის დახმარება მჭირდება, ხელი მომკიდეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

