აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 31 კი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობას დამწვრობა აქვს მიღებული.
მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.