ესპანეთში სამმა მთვრალმა რუსმა უკრაინელი ბარმენი ცემა

ესპანეთში სამმა მთვრალმა რუსმა უკრაინელი ბარმენი ცემაესპანეთში სამმა რუსმა სასტიკად სცემა უკრაინელი ბარმენი, რომელმაც სიტყვები – „დიდება უკრაინას“ თქვა.

შემთხვევა ალიკანტეს ბარში მოხდა. სამი მთვრალი კაცი დაწესებულებაში მაშინ მივიდა როცა ბარი უკვე იხურებოდა.

ბარმენმა რუსლან პოვალიიმ უთხრა მათ, რომ დაწესებულება იხურებოდა და სთხოვა დაეტოვებინათ შენობა. რუსებმა გაიგეს მისი აქცენტი და ჰკითხეს, საიდან იყოო.

„მე ვუპასუხე, რომ უკრაინიდან ვიყავი და დავამატე: დიდება უკრაინას“, – განუცხადა მამაკაცმა ჟურნალისტებს.

პალიტრავიდეო