ევტუშენკოვი – “ღარიბაშვილი ჩემი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და დასვენებაზე ისაუბრეს“

ევტუშენკოვი - "ღარიბაშვილი ჩემი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და დასვენებაზე ისაუბრეს“რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი „ფორმულასთან“ ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

როგორც ვლადიმერ ევტუშენკოვი განმარტავს, ალი უზდენოვმა და პრემიერმა “დასვენებასთან დაკავშირებით” ისაუბრეს. რაც შეეხება ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. არც არასდროს მქონია [საქმიანი] მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – აღნიშნა ევტუშენკოვმა, რომლის თარგმანსაც “ფორმულა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

იპნ