ცნობილი იტალიელი მომღერლის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, რაფაელა კარას ვილა იყიდება. კარას ვილა მუზეუმად უნდა გადაკეთდეს.
მიმართვა, რაფაელა კარას სახლის მუზეუმად გადაქცევის შესახებ, მწერალმა ჯონათან ბაზიმ Facebook-ში გაავრცელა.
რაფაელა კარას ბინა მდებარეობს რომში, ვინა კლარას რაიონში, თხუთმეტი ძვირად ღირებული შენობისგან შემდგარ ტერიტორიაზე, საცურაო აუზებითა და ჩოგბურთის კორტებით.
რომის ჰოლივუდის სახელით ცნობილ ტერიტორიას აქვს პარკი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები და 24-საათიანი კონსიერჟი მცხოვრებლების უსაფრთხოებისა და მათი კომფორტისთვის.
რაფაელა კარას ბინა 420 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი: შედგება ცხრა საძინებლისა და ცხრა სველი წერტილისგან, პლუს ხუთი ოთახისა და სამი სველი წერტილისგან მისაღები. საძინებელში არის აბაზანა ჯაკუზით და საუნით. ბინაში ასევე არის სამი სტუმრის საძინებელი და სპორტული დარბაზი.
რაფაელა კარა, 78 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გასული წლის ივლისში გარდაიცვალა.
ექსკლუზივ ტვ.