კანადა უკრაინას მსხვილკალიბრიან არტილერიას გაუგზავნის.
ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის.
დეტალებს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”,- განაცხადა ტრუდომ.
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის მძიმე არტილერიის მიწოდების შესახებ განაცხადა.
აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი შეიცავს 11 Mi-17 შვეულმფრენს;
18 ერთეულ 155მმ-იან ჰაუბიცას და 300 ცალ დრონ Switchblade-ს.