კასპში დასუფთავების მანქანამ 83 წლის ქალი მოკლა

კასპში დასუფთავების მანქანამ 83 წლის ქალი მოკლაკასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 83 წლის ქალი გარდაიცვალა.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა გზაზე მიმავალ ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იპნ