წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო. მამაკაცი ამ დროისთვის მდინარის სანაპიროზე მაშველებთან ერთად იმყოფება.
ადგილზე საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.