რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, ხვალ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ, 13 აპრილს ოფიციალური ზარი ექნება:
„იცით, მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე, ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან ოფიციალური ზარი მექნება.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მოწვევა, მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი უკრაინაში მისი ვიზიტის შესახებ. მე ვიცი, რომ მას ჯანმრთელობის მცირე პრობლემები აქვს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ შესაძლებლობა მექნება მას კიევში შევხვდე და ვაჩვენო ის ადგილები, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით”,- თქვა რუსლან სტეფანჩუკმა TV იმედის ეთერში.