უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია “კიევის აჩრდილის” გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. საჰაერო ძალებმა ასევე უარყვეს ცნობა, რომ კიევის აჩრდილი The Time-ის მიერ დასახელებული სტეფან ტარაბალკა იყო.
„უკრაინის გმირი სტეფან ტარაბალკა არ არის “კიევის აჩრდილი” და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი. 2022 წლის 12 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა რუს ოკუპანტებთან საჰაერო ბრძოლაში”. – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საჰაერო ძალების სარდლობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიცაა “კიევის აჩრდილი”.
“კიევის აჩრდილი არის ლეგენდარული სუპერგმირი, რომლის ფიგურა უკრაინელებმა შექმნეს. ეს არის საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის მფრინავების კოლექტიური სურათი, რომლებიც დედაქალაქის ცას იცავენ. ისინი მოულოდნელად ჩნდებიან იქ, სადაც მათ არ ელოდებიან”. – ნათქვამია განცხადებაში.
29 აპრილს გამოცემა Time-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ MIG-29-ის მებრძოლი პილოტი ზედმეტ სახელად კიევის აჩრდილი გასულ თვეს დაიღუპა.