კიევზე სარაკეტო იერიშს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ემსხვერპლა

კიევზე სარაკეტო იერიშს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ემსხვერპლაკიევზე სარაკეტო იერიშს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვერა გირიჩი ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად, მისმა კოლეგამ ალექსანდრ დემჩენკომ გაავრცელა, შემდეგ კი რადიო თავისუფლების კიევის ბიურომაც დაადასტურა.

ჟურნალისტის ცხედარი დღეს, 29 აპრილს დილით  ნანგრევებში აღმოაჩინეს.

ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან უკრაინულ ტელეარხებზე.  გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა.

ალექსანდრ დემჩენკო სოციალურ ქსელში, დანგრეული კორპუსის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ეს პატარა მანქანა ვერა გირიჩისაა – ჩემი კოლეგის „რადიო თავისუფლებადან“. ორიოდე წლის წინ ამ მანქანით ნემეშაევოში წაგვიყვანა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც ხდებოდა ის რომ გაგვეშუქებინა. ახლა ვერა აღარაა. რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა. ეს წერტილოვანი დარტყმა იყო. ვერა მთელი ღამე იქ იწვა, მხოლოდ დილით ნახეს. უბრალოდ არ ვიცი, როგორ გადმოვცე, რა არაჩვეულებრივი ადამიანი აღარაა ამქვეყნად“.