საქართველო-უკრაინის სკანდალის ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდა. ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება ერთად ესწრებიან ნატოს მინისტერიალს.
კადრებში ჩანს, რომ ისინი შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს ესაუბრებიან.
შეხვედრა იმ იმ ფონზე მოხდა, როდესაც, თბილისმა კიევს დიპლომატიური ომი გამოუცხადა.
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებს არ ეხმარება. ამ განცხადებამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის.
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. მმართველი პარტია კი კატეგორიულად მოვითხოვს, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება.
“ქართული ოცნება” დაზვერვის ინფორმაციის უკანაც ,,ენმ”-ს ხედავს.
ტვ პირველი