“ლევან რატიანმა მაია დგებუაძეს ანდერძი თაღლითურად დააწერინა და მისი ქონება მიითვისა” – რას ამბობს ორდე დგებუაძე

"ლევან რატიანმა მაია დგებუაძეს ანდერძი თაღლითურად დააწერინა და მისი ქონება მიითვისა" - რას ამბობს ორდე დგებუაძეპირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ცნო­ბილ ექიმს, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რის, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ მაია დგე­ბუ­ა­ძის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს.

პრო­ფე­სო­რი მაია დგე­ბუ­ა­ძე 2020 წელს სიმ­სივ­ნის მძი­მე დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ფე­სო­რის მიერ სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ებ­ში და­წე­რი­ლი ან­დერ­ძი თაღ­ლი­თუ­რად შედ­გა, რის გა­მოც ლე­ვან რა­ტი­ანს ედა­ვე­ბი­ან. ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ ლე­ვან რა­ტი­ან­მა პრო­ფე­სო­რის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა მისი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, რათა დგე­ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ან­დერ­ძით ექი­მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო მაია დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე, AMBEBI.GE- ს უყ­ვე­ბა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას ან­დერ­ძი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 4-5 თვით ადრე და­ა­წე­რი­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას ლე­ვან რა­ტი­ანს უტო­ვებ­და. ამ ან­დერ­ძის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ბო­ლო­ოდ ქა­ლის მი­ლი­ო­ნი­ან ქო­ნე­ბას და­ე­პატ­რო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, მა­ი­ას­თვის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­და­წყდა, რა­შიც ის ლე­ვან რა­ტი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბით, ექი­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და ოპე­რა­ცი­ამ­დე 4-5 თვით ადრე, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას და­ა­წე­რი­ნა ან­დერ­ძი.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმა აცხა­დებს, რომ რა­ტი­ა­ნი მას ჰპირ­დე­ბო­და, რომ მისი დის კუთ­ვნილ ქო­ნე­ბას დგე­ბუ­ა­ძე­ებს და­უბ­რუ­ნებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ მას არ აქვს პრე­ტენ­ზია იმ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მის­მა დამ შექ­მნა. ის ექიმს იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მათი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო.

“მხო­ლოდ იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბაა. ეს ბინა დიდ დი­ღომ­შია და მხო­ლოდ მისი დაბ­რუ­ნე­ბა ვთხო­ვე. ახლა თა­ვის მარ­თლე­ბა და­ი­წყო და ამ­ბობს, თურ­მე იმ ბი­ნა­ში, მე-7 სარ­თულ­ზე, ჩემი დის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი უნდა გახ­სნას. 6 თვე­ში ან­დერ­ძი ძა­ლა­ში შე­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ფორ­მა და მერე აქეთ და­მე­მუქ­რა, – თუ არ გა­ჩერ­დე­ბი შენს თავს და­ვა­ჭე­რი­ნე­ბო”, – ამ­ბობს დგე­ბუ­ა­ძე.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ორდე დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ან­დერ­ძი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია ივ­ლის­ში მას კი მაია დგე­ბუ­ა­ძემ ნო­ემ­ბერ­ში მი­უ­ტა­ნა. ლე­ვან რა­ტი­ა­ნის თქმით, მაია დგე­ბუ­ა­ძე მისი პრო­ფე­სო­რი იყო, ანა­ტო­მი­ას უკი­თხავ­და და მისი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. ექი­მი ამ­ბობს, რომ მა­ი­ას დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და რომ ამის შე­სა­ხებ ან­დერ­ძშიც წერს.

რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მან ყვე­ლა პუნ­ქტი ისე შე­ას­რუ­ლა, რო­გორც ან­დერ­ძში ეწე­რა.

ამბები