მაკრონი – 28%, ლე პენი – 23% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

მაკრონი - 28%, ლე პენი - 23% - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნებასაფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა ხმების 23,3%.

20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა.

მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, მოუწოდა ფრანგ ხალხს მას მისცენ ხმა.

როგორც მან აღნიშნა, ის იქნება “სრულიად ფრანგი ხალხის პრეზიდენტი”, თუ აირჩევენ მეორე ტურში და შეეხო ყველა იმ თემას, რომლებზეც მან არჩევნების წინ აწარმოა კამპანია, მათ შორის ფრანგული ღირებულებების აღდგენის, იმიგრაციის კონტროლისა და ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით.

მან პირობა დადო, რომ „ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთს მოაწესრიგებს“.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.