თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი, რომელიც ახლა ისრაელში მკურნალობს და იბრძვის სიცოცხლისთვის, მამა შალვა კეკელიამ მოინახულა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში “იმედის” ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წერს.
“დღეს 8 წლის დათის სანახავად ვიყავით. მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა.
დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს!
მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ
ანგარიშის ნომერი: #GE05TB7962745064300024 #GE90BG0000000101545483″
ფორტუნა