მარიუპოლში უკრაინამ რუსეთის წინსვლა შეანელა

მარიუპოლში უკრაინამ რუსეთის წინსვლა შეანელამარიუპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„უკრაინის შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარი მძიმე განსაცდელში ჩააგდო და რუსეთის წინსვლა შეანელა. რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ოკუპანტების მიერ მარიუპოლის მახლობლად არსებული დასახლებების სამიზნეში ამოღება იმის მსგავსად ხდება, როგორც ამას რუსეთი 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში აკეთებდა.

„ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არ დაარტყამს ქალაქებს და არ დაემუქრება უკრაინის მოსახლეობას“, – განაცხადეს ბრიტანეთის დაზვერვაში.

იპნ