მარტში ვადაგადაცილების მქონე მსესხებელთა წილი შემცირდა

მარტში ვადაგადაცილების მქონე მსესხებელთა წილი შემცირდამარტში ვადაგადაცილების მქონე მსესხებელთა წილი შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში მსესხებლების 11.8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება. მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი – 12,1% იყო.

„კრედიტინფოს“ 2022 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 216 792 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 395 681 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 844 365 ადამიანს აქვს, ჯამში 33 341 630 054 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 85,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 30 536 690 780 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 572 496 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 651 990 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 375 224 359 ლარს შეადგენს. კიდევ 17 821 ადამიანს კი, ჯამში, 429 714 915 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.