მარტვილში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს

მარტვილში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვესმარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია. “კურიერის” ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

13 წლის გოგო ოთხშაბათს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ ოჯახი 3 დღის განმავლობაში  სამართალდამცველების დახმარებით ეძებდა.

რუსთავი 2