მარტვილში პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა მიცუბიშის დაეჯახა

მარტვილში პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა მიცუბიშის დაეჯახამარტვილში, სოფელ ხუმწში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

გარდაცვლილია „მერსედესში“ მყოფი მგზავრი.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა.

ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.