„მასშტაბური დაბომბვები დაფიქსირდა…  რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო” –  ხრისტო გროზევი

„მასშტაბური დაბომბვები დაფიქსირდა...  რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო" -  ხრისტო გროზევი„აშკარაა, რომ რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო,” – ამის შესახებ „ბელინგქეთის” დამფუძნებელი ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს.

ხარკოვსა და მიკოლაევში მასშტაბური დაბომბვა დაფიქსირდა, ისევე როგორც ლუგანსკისა და დონეცკში უკრაინის უმეტეს პოზიციებზე. აშკარაა, რომ რუსეთმა ამაღამ ომის ახალი ეტაპი დაიწყო – მხოლოდ ერთი ფრონტით, რომელიც ორიეტნირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე”, – დაწერა ხრისტო გროზევმა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ “რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს”.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით კი უკრაინაში “ომის მეორე ეტაპი დაიწყო”.

რუსმა ოკუპანტებმა გულიაპოლე ფოსფორის ბომბებით დაბომბეს.
რუსებმა, ხერსონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან მიკოლაევი დაბომბეს.