„მასტერშეფის” წამყვანი, კონსტანტინე თედელური ღორის ხორცმა მოწამლა და საავადმყოფოში მოხვდა

„მასტერშეფის" წამყვანი, კონსტანტინე თედელური ღორის ხორცმა მოწამლა და საავადმყოფოში მოხვდასაზოგადოებრივ არხზე კულინარიული შოუს „მასტერშეფის” წამყვანი და ცნობილი მზარეული კონსტანტინე თედელური ინსტაგრამზე ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე საავადმყოფოშია გადაღებული, გადასხმისას.

როგორც კონსტანტინე წერს, ღორის ხორცმა მოწამლა, რომელიც დეზერტირების ბაზარში იყო ნაყიდი. ის სხვებსაც აფრთხილებს, არ იყიდონ აღნიშნულ ბაზარში ღორის ხორცი.

კონსტანტინეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და მის რჩევას ჩვენც ვუერთდებით, ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები პროდუქტების ყიდვისა და მომზადების დროს.