„მასთან საუბარი არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ?“ – მაკრონი პუტინზე

 „მასთან საუბარი არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ?“ - მაკრონი პუტინზესაფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ომის მიმდინარეობის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს უკვე არაერთხელ ესაუბრა. მის საუბარს პუტინთან, სხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

პოლონეთის პრემიერმა ისიც კი თქვა, რომ ეს პუტინთან სუბარი იგივეა, რაც ჰიტლერს რაიმე საკითხზე მოელაპარაკო.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, პუტინთან საუბარი სასიამოვნო არ არის, თუმცა სხვა გზა არ აქვთ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერთან საუბრებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ათანხმებს.

„მაწუხებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ…

ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნებოდა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.